ცხელი ხაზი : 599647050

მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

7 დეკემბერი, 2022

 დღეს, 7 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.

  სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: რაისა ჩანგელია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; მაია მიქავა ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე, გონერი კვარაცხელია-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ფრაქცია" წალენჯიხა საქართველოსთვის" თავმჯდომარე და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიამ განიხილა მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხები.სულ განხილულიქნა 13 განცხადება. განხილვამდე კომისიის მიერ,ადგილზე იქნა დათვალიერებული და დასურათებული ცამეტივე სახლი.

 კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ორი მოქალაქის განცხადება.

 მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სატესტო პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების შედეგად (ძირითადად ხანძარი, გამონაკლის შემთხვევებში სხვა მიზეზები) შედეგად დაზარალებულ ოჯახების დახმარებას.

გააზიარე