მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გაიმართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
გიორგი ხარჩილავამ ასევე ისაუბრა განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე.
მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ აღნიშნა, რომ „სოფლის პროგრამების“ პროექტების განხორციელებისას მერის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად გასწიონ მონიტორინგი, რათა სამუშაოები ხარისხიანად იქნას შესრულებული.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლისმეურნეობის სამინისტროს წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ნუგზარ კალანდია და ამავე სამსახურის წარმომადგენელი ვალერი ჭანტურია.
ნუგზარ კალანდიამ სხდომაზე მყოფ პირებს გააცნო ინფორმაცია მცირემიწიან ფერმერთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის მიზანია მცირემიწიან ფერმერებს გაეწიოს დახმარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში.
პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1 ჰა -ზე 300 ლარით. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად.
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება სპეციალურ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ბენეფიციარების აგრობარათებით უზრუნველყოფას მოახდენს სს „ლიბერთი ბანკი“. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.
მერის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.