ცხელი ხაზი : 599647050

მერის მოადგილე თამარ ბელქანიასთან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფონდი "ნეფა"-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

9 ივნისი, 2022

დღეს,9 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიასთან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფონდი "ნეფა"-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრის თემა გახლდათ სათემო ინიციატივების მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ სათემო ფონდი "ნეფა"-ს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ჩაატარეს.

აქტივობები ჩატარდა პროექტის, სათემო ინიციატივების მხარდაჭერა ქალთა ლიდერობით და ფილანთროპიული კულტურის განვითარება ახალგაზრდებში-ს ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ფონდის „ ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მიერ წარმოჩენილი სოციალური პროექტების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი.

პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებით,კი ცხადდება საგრანტო კონკურსი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,სრული მხარდაჭერა აღუთქვა ფონდი"ნეფა"-ს წარმომადგენლებს,რათა მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს პროექტების განხორციელების საქმეში.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი და ადამიანები სხედან-(ი)ს გამოსახულება

 

გააზიარე