მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ჯგალისა და მედანის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ჯგალისა და მედანის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.
ადგილზე გაეცნო ბაღებში არსებულ პრობლემებს და პედაგოგებისაგან მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა სახის საჭიროებებთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,მედანის საბავშვო ბაღს აქვს სასმელი წყლის პრობლები,ასევე პატარებს არა აქვთ ეზოს სათამაშოები.
გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია მედანში აშენდეს ახალი საბავშვო ბაღი,რადგან შენობა თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება.
ჯგალში ,ლეკაკულეს ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღშიც მნიშვნელოვანია გარესათამაშოების დამატება და სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხებში არსებული ხარვეზების გამოსწორება.