მონიტორინგი არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით
ქალაქ წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გელა კვარაცხელიამ და მერის წარმომადგენელმა ქალაქ წალენჯიხაში გიორგი ჯინჯოლავამ ქალაქის მასშტაბით მონიტორინგი ჩაატარეს, თითოეულ ქუჩაზე არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით.
გაანალიზდა ქალაქის ტერიტორიაზე სად განთავსდეს დამატებითი სანაგვე ურნები; სად ხდება საჭირო გარეგანათების ბოძებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება
ასევე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და გამოცხადებულია კონსოლიდირებული ტენდერი, ნაგავმზიდი მანქანისა და სანაგვე ურნების შესაძენად.