მონიტორინგი სოსელიას ქუჩაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოსელიას ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილე ლაშა ზარქუამ და მერიის კონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.