ცხელი ხაზი : 599647050

მოხალისეობის განვითარების პროგრამა

27 თებერვალი, 2017

    საქართველოს  სპორტისა  და  ახალგაზრდობის  საქმეთა  სამინისტრომ  2015  წლიდან დაიწყო  „ მოხალისეობის  განვითარების  პროგრამის-სააქართველოს  მოხალისე“  განხორციელება.  პროგრამის  განხორციელებას  საფუძვლად  უდევს  საქართველოს  სახელმწიფო  ახალგაზრდული  პოლიტიკის  დოკუმენტი  და  სამოქმედო  გეგმა.

  პროგრამის  მიზანია  ეროვნულ  დონეზე  მოხალისეობის  ინსტიტუტის  გაძლიერება.  მოხალისეთა  ერთიანი  ქსელის  განვითარება  საქართველოს  მასშტაბით.

  „ მოხალისეთა  განვითარების  პროგრამის“  ფარგლებში  შეიქმნა  „ მოხალისეთა  ერთიანი  ეროვნული ბაზა“, რომელიც  განთავსწებულია  ახალგაზრდული  პოლიტიკის  მონიტორინგის  ვებგვერდზე  -youth.gov.ge, ბაზაში  შესაძლებელია  დარეგისტრირება. დარეგისტრირების  საშუალება  აქვს  საქართველოს  მასშტაბით  მოხალისეობით  დაინტერესებულ  პირებს.  რომლებიც  შემდგომ  მონაწილეობას  მიიღებენ  როგორც  სპორტისა  და  ახალგაზრდობის  საქმეთა  სამინისტროს  მიერ  ორგანიზებულ, სპორტისა  და  ახალგაზრდობის  საქმეთა  სამინისტროს  მიერ  ორგანიზებულ  სპორტულ  და  ახალგაზრდულ  ღონისძიებებში.  ასევე, სხვა  სამთავრობო  თუ  არასამთავრობო  უწყებების  მიერ  გამართულ  ღონისძიებებში

გააზიარე