მოხალისეობის განვითარების პროგრამა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს „ მოხალისეობის განვითარების პროგრამის-საქართველოს მოხალისე“-ს განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
პროგრამის მიზანია, მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა. ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული 17-დან 25 წლამდე მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან. შრჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისე“-ს სტატუსს.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი;
მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში;
ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში(European Voluntary service);
გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები;
ფინანსური უზრუნველყოფა;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს პოეტ „ საქართველოს მოხალისე“-ს შემდეგ კომპონენტებს:
მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე მონაწილეების განთავსება და სამჯერადი კვება;
მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე ტრანსპორტირება (რეგიონული ცენტრებიდან)
„საქართველოს მოხალისეებისათვის“ საქართველოს 10 რეგიონში 10 მოხალისეობრივი პროექტის დაფინანსება „ მე მოხალისე აქტიური მოქალაქე“ კამპანიის ფარგლებში.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი, თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა-სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია,ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.
აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს 10 რეგიონში (1 რეგიონი-1 ორგანიზაცია) შეირჩევა 10 რეგიონალური ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოხალისეების შერჩევას და კოორდინირებას სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ http://youth.gov.ge/home-20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.