ცხელი ხაზი : 599647050

მრგვალი მაგიდა სახელისუფლებო სტრუქტურებისა და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, თემაზე -ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა.

16 იანვარი, 2023

 ქალთა ფონდი „სოხუმი“-ს ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში შედგა შეხვედრა- მრგვალი მაგიდა სახელისუფლებო სტრუქტურებისა და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, თემაზე -ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა.

  შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, გენდერზე პასუხისმგებელი პირები, სოციალური და ჯანდაცვის კომისიის წევრები, პედაგოგები,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები,სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები.

  შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის პრევენციისათვის გასატარებელ ღონისძიებებზე,ცნობიერების ამაღლებაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.

+8

გააზიარე