ცხელი ხაზი : 599647050

მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები გაიმართა

8 April, 2022

  მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.

  ღონისძიებები ა(ა)იპ წალენჯიხის

სასპორტო ცენტრის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა.

  სპორტული ღონისძიებები(ტურნირები) მოეწყო შემდეგ სახეობებში:

  კარატე -დო;

  კალათბურთი;

  თავისუფალი ჭიდაობა;

  შეჯიბრი კრივში;

  გამართულ ღონისძიებებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ გაბელია და მერის წარმომადგენელი ქალაქ წალენჯიხაში გიორგი ჯინჯოლავა ესწრებოდნენ.

  აღნიშნულ ტურნირში გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

გააზიარე