ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად, "ტარასობა"აღინიშნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად, "ტარასობა"აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით სახლმუზეუმის ტერიტორიაზე ნეკერჩხლის ნარგავები დაირგო.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ტარასი კვარაცხელია 1889 წელს სოფელ ნაკიფუში დაიბადა. პროფესიით აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გახლდათ.
"ტარასობა" ჩვენს მუნიციპალიტეტში 1987 წლიდან აღინიშნება.