ცხელი ხაზი : 599647050

ფოცხო-ეწერის დასახლებაში, ვებინარი სახელწოდებით-ინფორმირებული ქალები ცვლილებებისათვის ჩატარდა

11 აგვისტო, 2022

არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალთა ფონდი საქართველოში" ორგანიზებით, ფოცხო-ეწერის დასახლებაში, ვებინარი სახელწოდებით-ინფორმირებული ქალები ცვლილებებისათვის ჩატარდა.

  პროექტის მიზანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაცნობა ფოცხო-ეწერის დასახლებაში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

 აქტივობა მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებულობას; ამ.მიზნით გამოიცა ბროშურა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ჯანდაცვისა და სოციალური დახმარება, კონკრეტულად წალენჯიხაში როგორ ხდება.

  პრეზენტაცია წარადგინა სპეციალისტმა ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ეკატერინე ჯანაშიამ.

  სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ისაუბრა.

 შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია-"დავიწყოთ ახლა"წარმომადგენელი ნანა გოგოხია. შეხვედრამ დიალოგის რეჟიმში ჩაიარა.

  შეხვედრის დასასრულს, დამსწრეთ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.

 

გააზიარე