"პროექტების ხელშემწყობი მექანიზმები მუნიციპალურ დონეზე".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა ჩაქვში ესწრება ტრენინგს სახელწოდებით "პროექტების ხელშემწყობი მექანიზმები მუნიციპალურ დონეზე".
შეხვედრის ორგანიზატორი გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროა. (DVV INTERNATIONAL)
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალური ქონების სახეები, განკარგვის მექანიზმები, სარგებლობის უფლების გაცემის სპეციფიკა, სამართლებრივი ასპექტები.