ცხელი ხაზი : 599647050

რეგიონული ჰაბი -„ათინათი“ მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას

26 April, 2022

 

 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -„ათინათი“ მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას.

  2022 წლის მარტის თვეში რეგიონულმა ჰაბმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან მუშაობა დაიწყო.

 ამ ეტაპზე მიმდინარეობს სათემო ინიციატივების მიღება, რომელიც 2022 წლის 10 მაისამდე გაგრძელდება.

  ინიციატივების თემატიკა ძირითადად უნდა ეხებოდეს მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებს.

  ინიციატივებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონებზე: 571 47 00 74; 571 05 10 59 ან მეილებზე: rodonaiaivetta@gmail.com; khato.tordia@gmail.com

 აქტივობა ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით,პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

 პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

 

გააზიარე