საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა და პატარებს განახლებული კვების რაციონი დახვდათ
სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან არსებულ 35 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა და პატარებს განახლებული კვების რაციონი დახვდათ.
დღეიდან ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში პატარების კვების რაციონს ორაგული და კარტოფილის პიურეც დაემატა, კვების რაციონის კალორაჟი დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდა, რაც პატარების სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
ნაცვლად არსებული 900 კ.კალორაჟისა, ამჟამად შეადგენს ნორმას -1600 -1700 კ.კალორაჟს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია ქალაქ წალენჯიხის N 1 საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.