საჩუქარი ფეხბურთის ფედერაციისგან.
საჩუქარი ფეხბურთის ფედერაციისგან.
უეფას მედიაოფიცერი, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი მამუკა კვარაცხელია დღეს საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და ფეხბურთით დაინტერესებულ მოსწავლეებს საჩუქრად ბურთები და ფორმები გადასცა.
მამუკა კვარაცხელია ასევე საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს,ბელა კვირკვიას შეხვდა და მას ფეხბურთის ფორმები გადასცა, რომელიც საჩუქრად საჩინოს ფეხბურთელთა ნაკრებს გადაეცემა.
მამუკა კვარაცხელიამ პატარა ფეხბურთელებთან სახალისო ფეხბურთიც ითამაშა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფედერაციისგან სპორტული ფორმები საჩუქრად, წალენჯიხის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.