საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს 28 მარტს,მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს 28 მარტს,მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივებმა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს.
მიქავას ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი-ახალი სათავე ნაგებობის დამატება დაასახელა.
ლეჯოლოხეს ტერიტორიაზე- მთავარ პრიორიტეტად სანიაღვრე არხებისა და გარეგანათებების მოწყობა დასახელდა.
გარდა აღნიშნულისა,ლეჯოლოხეს მოსახლეობამ დაასახელა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები:სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა,ლეჯოლოხე-ზუმის გზაზე არსებული სამანქანე ხიდის რეაბილიტაცია,სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სანაგვე ურნის განთავსება, წყალგაყვანილობის მილის შეძენა.
ლეღვინჯილეს მოსახლეობამ კი მთავარ პრიორიტეტად გარე განათების სისტემის მოწყობა და წისქვილის მშენებლობა დაასახელა.
გარდა აღნიშნულისა, ლეღვინჯილეს მოსახლეობა გზის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოებს ითხოვს.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში"შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში -644 000 ლარი დაიხარჯება.