ცხელი ხაზი : 599647050

საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში

30 მარტი, 2022

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

 მოსახლეობასთან კონსულტაციები და შეხვედრები ლეთკანთის, ჯგალის, ლეხარჩილეს, ლეკაკულესა და ლესალეს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

 შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დარსალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები- ფრაქცია"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე მაია მიქავა, ჯგალი-მედანის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია, მერის წარმომადგენელი ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან კვარაცხელია ესწრებოდნენ.

 ადგილობრივებმა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს.

 ლეთკანთის ტერიტორიაზე-მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სანიაღვრე არხებისა და ლეთოფურეს უბანში ბეტონის საფარის კეთილმოწყობა დაასახელა.

 ჯგალში-მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის მილების შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიიჩნია.

  ამავდროულად ჯგალაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის, სანიაღვრე არხების მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია დასახელდა.

  ლეხარჩილეს უბანში სასმელი წყლით უზრუნველყოფა,გარეგანათებების მოწყობა,შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.

 ლეკაკულეს ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ პრიორიტეტად ლეხარჩილე- ლეკაკულეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და ხიდბოგირების მოწყობა დაასახელა.

 ლესალეში კი მთავარ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ლარი -644 000 ლარი დაიხარჯება.

 

გააზიარე