ცხელი ხაზი : 599647050

საღამო- შეხვედრა მსახიობ ელდინო საღარაძესთან

12 April, 2022

 ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 11 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საღამო- შეხვედრა მსახიობ ელდინო საღარაძესთან!

  ქალბატონი ელდინო გახლავთ მხატვრული კითხვის შეუდარებელი პედაგოგი, პოეტი.

 საღამო-შეხვედრა ეს იყო ერთგვარი მონოსპექტაკლი.მაყურებელმა მოისმინა რჩეული ლექსები.

  საღამო თავიდან ბოლომდე ასახავდა საქართველოს და ზოგადად ქართველი ერის მისიას კაცობრიობის წინაშე.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნების მუშაკები,პედაგოგები, ელდინოსეული შემოქმედების მოყვარულები.

 

გააზიარე