საგანმანათლებლო შეხვედრები ახალგაზრდებთან და მოზარდებთან
მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება საგანმანათლებლო შეხვედრები ახალგაზრდებთან და მოზარდებთან. დღეს 18 აგვისტოს მორიგი შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
შეხვედრას ეწრებოდა ,,ჰელფინგ ჰენდის'' აღმასრულებელი დირექტორი - თინათინ მესხი და 2021 წლის საუკეთესო მოხალისე თემო ხოჯაშვილი.
მომხსენებლებმა ისაუბრეს მოხალისეების როლზე იმუნიზაციის პროცესში, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიგიენის ძირითადი პრინციპების საკითხებზე.
ღონისძიებაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ და სამომავლოდ მსგავსი აქტივობების ერთობლივად დაგეგმვის სურვილიც გამოთქვეს.
პროექტი - “მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში’’ - UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.