ცხელი ხაზი : 599647050

საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორებთან

26 იანვარი, 2023

 დღეს,26 იანვარს, ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორებთან და მართვის ცენტრის ადმინისტრაციასთან.მათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია შეხვდნენ.

  შეხვედრაზე პირველი რაც აღინიშნა,ეს არის ბაღებში კვების ხარჯის გაორმაგება თითოეულ ბავშვზე.

  ითქვა, რომ მიმდინარე წელს 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, ამორტიზირებული ბაღები კი დაიშლება.

  გიორგი ხარჩილავამ საუბრისას განაცხადა, რომ პირველად მოხდა ბაღების ინვენტარის განახლება 135 000 ლარის მოცულობით.ეს არის საწოლფონდი,ჭურჭელი,თეთრეული,სათამაშოები და წიგნები.

ასევე, გიორგი ხარჩილავამ დასძინა, რომ 2022 წელს ხელფასის გაზრდა მოხდა ორჯერ, ერთი გაზაფხულზე -25 %,მეორედ კი შემოდგომაზე 16%.

მიუხედავად ამისა, მაინც რეგიონში (ამ ეტაპზე) ყველაზე დაბალი ხელფასი წალენჯიხაშია,ესეც მიღებული მემკვიდრეობის ხვედრია.

  შეხვედრაზე შეკითხვები იყო როგორც კრიტიკული,ასევე სამადლობელიც.

მერმა ხაზი გაუსვა პედაგოგის შრომის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში ნაშთების დათვალა მიმდინარეობს, რომ თებერვლის თვის ბოლოდან მოხერხდეს რეგიონის მასშტაბით სახელფასო-საშუალო მაჩვენებელზე გატოლება.

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებთან დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

 

0:12 / 1:40

 

 

გააზიარე