ცხელი ხაზი : 599647050

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი აკაკი თოფურია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მის მოადგილე თამარ ბელქანიას შეხვდა

27 April, 2022

 საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი აკაკი თოფურია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მის მოადგილე თამარ ბელქანიას შეხვდა.

 შეხვედრა წალენჯიხაში, სამეწარმეო იდეების წარმოქმნასა და მის რეალიზებაში ხელშეწყობას გულისხმობს; იქმნება სასწავლო მოდული, სადაც ახალგაზრდებთან ერთად გამოცდილი მენტორები, ტრენერები, პედაგოგები უშუალოდ მოსწავლეებთან ერთად ტექნოლოგიურ პროექტებს შეიმუშავებენ, შემდგომ ბიზნეს პროექტად აქცევენ და პოტენციურ ინვესტორამდე მიიტანენ.

 სწავლების მიზანია წალენჯიხის მოსახლეობაში ახალგაზრდების აღჭურვა იმ უნარ-ჩვევებით, ცოდნით და კავშირებით, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში მათ დასაქმებას.

 შეხვედრაზე ზუმით ჩაერთნენ პავლე მელაძე და ლია მელაძე, პავლე მელაძე ამაზონის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

  დიალოგი შეეხო თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების, სტარტაპების აქსელერაციასა და დაფინანსებას.

 მერმა, გიორგი ხარჩილავამ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა, წალენჯიხელი ცხრა სტუდენტის დაფინანსებისათვის; საუბარია იმ ცხრა სტუდენტზე, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტში ფინანსური პრობლების გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ და სწორედ რექტორმა აიღო თავის თავზე მათი დაფინანსება.

 მერმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების ცოდნა ახალი ეპოქის განათლებაა და რექტორს წალენჯიხაში წამოწყებულ ყველა პროექტში წარმატება და სრული თანადგომა აღუთქვა.

 

გააზიარე