საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა პროგრამა
ფონდმა "აფხაზინტერკონტმა"(AIC) "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს"ფინანსური მხარდაჭერით,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეიტინგო დახმარების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში,2017-წლის მაისის თვიდან დაიწყო პროექტის:"რეგიონში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის -ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა"განხორციელება.
პროექტის მიზანია: სამშენებლოში დაბრუნებულ მოქალაქეების ისეთი სერვისების უზრუნველყოფა,რაც მათ გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის,შემოსავლების გაჩენის და რეინტეგრაციის მდგრადი საფუძვლის შექმნის ხელშეწყობა.
პროექტი ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
სოციალური პროექტების დაფინანსებას. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადებას.
აქედან გამომდინარე ფონდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სევერიანე შეროზიასთან . შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის ეფექტურობაზე და დადებით მხარეებზე.