საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის და პიროვნული განვითარების კურსების ყველაზე მასშტაბური პროექტი წალენჯიხიდან იწყება!
საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის და პიროვნული განვითარების კურსების ყველაზე მასშტაბური პროექტი წალენჯიხიდან იწყება!
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად Lingwing.com-ის დამფუძნებელი დავით ველიაშვილი იმყოფებოდა.
შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ
გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მიმართა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროგრამის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ წალენჯიხა უნდა იყოს გამორჩეული იმ მიდგომებში, რომ პროექტები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.
პროექტის ფარგლებში სწავლება მოიცავს როგორც უცხო ენის შესწავლას, ასევე პიროვნულ განვითარებას.
დავით ველიაშვილმა ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, მეთოდოლოგიაზე.
ასევე დასძინა, რომ ასაკი შეზღუდული არ არის.
ენის შესწავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ Lingwing.com-ზე და სწავლება დაიწყონ ცოდნის დონეების მიხედვით.