საკრებულოს მორიგი სხდომა
28 ივლისს, 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ გახსნა, სადაც დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის შესახებ.
2. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის შესახებ.
4. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობაში - გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.