ცხელი ხაზი : 599647050

საკრებულოს თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრა გამართა

19 April, 2022

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიამ, სს „ევექსის კლინიკები“ წალენჯიხის კლინიკის მთავარ მენეჯერთან მაია მაღლაკელიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონია.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ის საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც აფერხებს მსახლეობისთვის სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. ასევე, შეეხნენ უმთავრეს პრობლემას - საკადრო დეფიციტს რომელიც დღითიდღე ღრმავდება.

კერძოდ, ისაუბრეს კვალიფიციური კადრების - ნევროლოგის, გინოკოლოგის და ქირურგის დეფიციტზე, დიალიზის პროგრამით გათვალისწინებული პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების წალენჯიხაში შესაძლო მიღებაზე და მომავალში ამ პრობლემების მოგვარების გზებზე, რომელთა გადაჭრაშიც სს „ევექსის კლინიკებთან" ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

 შეხვედრამ საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა. წალენჯიხის კლინიკის მთავარმა მენეჯერმა მაია მაღლაკელიძემ გამოთქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის, პრობლემების ერთობლივად და ეფექტურად გადასაჭრელად.

გააზიარე