ცხელი ხაზი : 599647050

სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა

21 ივლისი, 2023

მ/წლის 21 ივლისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე რომან კვარაცხელია.

 განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები 

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის შესახებ.

პროექტის წარმომდგენი: ელენე ბერაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

2. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტის წარმომდგენი: ელენე ბერაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

3. სხვადასხვა

შეიძლება იყოს 8 ადამიანი and მაგიდა გამოსახულება

 

 

 

გააზიარე