სამანქანე გზის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები საჩინოში
საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ეკლესიასა და სასაფლაომდე მისასვლელი სამანქანე გზის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები 200 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.
მოხრეშვით სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა,მერის წარმომადგენელი საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბელა კვირკვია, საჩინო-ჩქვალერის მაჟორიტარი დეპუტატი ნანა კეკუა და ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოები ეტაპობრივად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაგრძელდება.