ცხელი ხაზი : 599647050

სამეგრელოს რეგიონალური ჩემპიონატი ტაეკვონდოში

29 May, 2022

დღეს, 29 მაისს, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში სამეგრელოს რეგიონალური ჩემპიონატი ტაეკვონდოში ტარდება.

  აღნიშნულ ჩემპიონატში 11 რეგიონი მონაწილეობს. დღევანდელ ღონისძიებაზე 200 - მდე სპორტსმენი იასპარეზებს .

  სპორტული ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და სასპორტო ცენტრის ორგანიზატორობით იმართება.

 ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა.მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენელებს დღევანდელი დღისათვის.

  აღსანიშნავია, რომ ასპარეზობაზე მონაწილეობის მისაღებად ადგილზე იმყოფებოდა უკრაინელი ქალაქ ზაპოროჟიეს მკვიდრი ალინა პრესნიკოვა, რომელიც უკონკურენტო აღმოჩნდა და როგორც ერთერთ მონაწილეს უკონკურენტოდ თასი თამარ ბელქანიამ გადასცა და წარმატებები უსურვა.

  სპორტული შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

  დღევანდელ ჩემპიონატს მსაჯობენ იმერეთის რეგიონალური ტაეკვონდოს ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრები.

  მთავარი მსაჯი რომეო გურეშიძე.

მსაჯები-თეონა მანაგაძე,მათე ბალანჩივაძე,მათე გურეშიძე და ნიკა ლაზარიანცი.

  თამაში მიმდინარეობს 11-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში,გოგონებისა და ბიჭების მონაწილეობით.

  ჩემპიონატი დღის ბოლომდე გაგრძელდება და გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

 

გააზიარე