ცხელი ხაზი : 599647050

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია-ს“ საჯარო შეხვედრა

15 ივნისი, 2022

15 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია-ს“ საჯარო შეხვედრა გაიმართა..

საჯარო შეხვედრის მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა.

 ასევე, მოსახლეობაში სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის და ფუნქციის, მათი საქმიანობის და სამოქალაქო აქტივიზმის წარმოჩენა.

კამპანია „ეს ქვეყანა შენია-ს“ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მიხედვით ახალგაზრდებთან და სკოლის მოსწავლეებთან შედგა.

 ახალგაზრდებთან შევხედრების მიზანია, მათი ინფორმირება სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის, სამოქალაქო ღირებულებების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაზე გამოცხადდა ტრადიციული კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“, რომლის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და მათი წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და აქტივიზმის ხელშეწყობაში.

კონკურსი ახალგაზრდებისთვის - „ეს ქვეყანა შენია!“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით გამოვლინდება.

საჯარო შეხვედრებში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ ადგილობრივ ახალგაზრდებს: უფროსკლასელებს, სტუდენტებს და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს.

საჯარო შეხვედრები მოიცავს რამდენიმე აქტივობას:

 მონაწილეებს გადაეცემათ კამპანია „ეს ქვეყანა შენია- ს“ პრომო-პროდუქცია.

CSI-ის მიერ მოწვეული სპიკერები გახლდათ რეჟისორი გია ჭანტურია,SEED საქართველოს დირექტორი ლევან ბუთხუზი და სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონალური ჰაბი ასოციაცია ათინათის კოორდინატორის ასისტენტი თამარ გამსახურდია,რომლებმაც დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსია გამართეს სხვადასხვა თემაზე და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

 

გააზიარე