ცხელი ხაზი : 599647050

სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

8 ივნისი, 2022

დღეს, 8 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ სამუშაო შეხვედრა გამართა,სადაც მერის წარმომადგენლებს მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული წარუდგინა.

 გიორგი ხარჩილავა მერის წარმომადგენლებს მიმდინარე ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების თაობაზე ესაუბრა.

აღნიშნა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

მერმა ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაქმების პროგრამების განხორციელების თაობაზე.

 მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და სათემო საბჭოების ლეგიტიმაციაზე გაამახვილა ყურადღება.

 გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია წიგნის ფესტივალის ჩატარების თაობაზე, რომელიც მუნიციპალიტეტში 17,18,19 ივნისს ჩატარდება.

 შეხვედრის ბოლოს მერის წარმომადგენლებს დაევალათ,წარმოადგინონ ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ.

 

გააზიარე