ცხელი ხაზი : 599647050

სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო

15 ივლისი, 2022

ქალაქ წალენჯიხაში, ეკლესიის მიმდებარედ, სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.

ამ დროისთვის გზის ვაკისის მოხსნა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ათენ როუდ"-ი ასრულებს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე, ლითონის ბოძები, დიოდური ლამპიონებით დამონტაჟდება .

 

გააზიარე