ცხელი ხაზი : 599647050

 "სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" მუნიციპალური შესარჩევი ტურნირი დაიწყო.

31 ოქტომბერი, 2022

 "სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" მუნიციპალური შესარჩევი ტურნირი დაიწყო.

  ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, ,, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში, კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლის პედაგოგი ღებულობდა მონაწილეობას.

 გაიწერა ღონისძიების გეგმა სპორტის სახეობის მიხედვით.ესენია:

გეზრბენი (გოგონები და ვაჟები)-ს მონაწილეობით, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

  გოგონებიდან პირველი ადგილის მფლობელი გახდა ფახულანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა გოგოხია;

 მეორე ადგილი წილად ხვდა ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ბობოხია;

  მესამე ადგილზე კი ლიის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გვილია გავიდა.

ვაჟთა შორის:

  პირველი ადგილი დაიკავა წალენჯიხის N 3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა კალანდიამ;

 მეორე ადგილზე გავიდა ასევე წალენჯიხის N 3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ აბულაძე;

  მესამე ადგილი კი ნაკიფუს N 1 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა შენგელიას ერგო.

შეჯიბრებები გრძელდება:

მინი ფეხბურთი (ვაჟები)-ს მონაწილეობით 5-6 ნოემბერი ეწერის საჯარო სკოლა;

 მინი ფეხბურთი (გოგონები) 13 ნოემბერი ,წალენჯიხის სპორტ დარბაზის შენობა;

 ფრენბურთი (ვაჟები)-ს მონაწილეობით ,26 ნოემბერი წალენჯიხის სპორტ დარბაზი;

 მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები და ვაჟები)-ს მონაწილეობით, 27 ნოემბერი გრანელის სახელობის პარკი;

 კალათბურთი (ვაჟები) 10 დეკემბერი წალენჯიხის სპორტ დარბაზი;

 კალათბურთი (გოგონები) 11 დეკემბერი წალენჯიხის სპორტ დარბაზი;

 სპორტულ შემეცნებითი (გოგონები და ვაჟები) მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლი;

 მხიარული სტარტები 25 დეკემბერი წალენჯიხის სპორტ დარბაზი.

გააზიარე