ცხელი ხაზი : 599647050

სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები ქალაქ ჯვარში

20 თებერვალი, 2022

       "წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიის" ფარგლებში,   სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები  20   თებერვალს    ქალაქ  ჯვარში გაიმართა.

   აღნიშნულ არჩევნებში  მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო.

სათემო საბჭოები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ  დონეზე მდგარი საკითხების მოგვარებაში.

   სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები არის “წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიით” გათვალისწინებული სამოქალაქო ჩართულობის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც არის მერის საკონსულტაციო, მუდმივმოქმედი არჩევითი ორგანო.

   "წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტია” შემუშავებულია “სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” (CIIC) ექსპერტებთან თანამშრომლობით და მიღებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ბრძანების საფუძველზე.

არჩეული წევრები:

კახაბერ ქარდავა

ბორის ქარდავა

გიგო შენგელაია

ლალი ბჟინავა

დავით ცხადაია

თამარ ციმინტია

იოსებ უბილავა

ბორის შენგელაია

მანონი ფიფია

მაია ჭანტურია

ნუგზარ შანავა

ელგუჯა აკობია

მერაბ კვარაცხელია

ჯემალ ქუხილავა

ლადო ციმინტია

გააზიარე