სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა
11 აპრილს სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა თავმჯდომარეობდა.
სხდომას სატენდერო კომისიისა და ამავე კომისიის აპარატის წევრები ესწრებოდნენ.
განიხილეს გამოცხადებული და დასრულებული ტენდერები.
როგორც აღინიშნა, დასრულდა ტენდერი ქალაქ წალენჯიხაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის,ტაბიძეს, ასევე ხობელიასა და სალიას ქუჩების პროექტირებაზე.
გარდა აღნიშნულისა, მერიის პირველი სართულის ფოიესა და სველი წერტილების რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე;
ქალაქ წალენჯიხაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე დავით აღმაშენებლის პანოს, 9 აპრილის სკვერის და წყაროს სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე;
ქალაქ ჯვარში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე,(წრიული მოძრაობის შიგნით-"მე მიყვარს ჯვარი") ჯვრის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე;
ქალაქ წალენჯიხაში მერიის შენობის უკანა ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობის და არსებული საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე;
ქალაქ ჯვარში ანდრია პირველწოდებულისა და ლემონჯავას ქუჩაზე არსებული მინი მოედნისა და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლის წინ არსებული შადრევნისა და პარკის წყაროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე;
ქალაქ წალენჯიხაში მაიაკოვსკის ქუჩაზე მინი მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე;
ქალაქ წალენჯიხაში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ტურისტული სტენდის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე;
მიმდინარეობს დოკუმენტაციის შერჩევა -შეფასება.
რამდენიმე დღეში კი დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო -საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.