სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა
18 აპრილს სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა თავმჯდომარეობდა.
სხდომას სატენდერო კომისიისა და ამავე კომისიის აპარატის წევრები ესწრებოდნენ.
სატენდერო კომისიამ განიხილა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
განხილვისა და შერჩევა-შეფასების შედეგად დადგინდა:
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე(ქ.წალენჯიხა-ეკლესიის მიმდებარედ,სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;ქ.წალენჯიხა-ხობელიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია;ქ.წალენჯიხა-ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია;ქ.წალენჯიხა-სალიას ქუჩის რეაბილიტაცია.)
ტენდერში გამოვლინდა ერთი გამარჯვებული-შპს "სანდო", ხოლო მეორე პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულიქნა არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო.