ცხელი ხაზი : 599647050

სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა

20 April, 2022

  20 აპრილს სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

 სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა თავმჯდომარეობდა.

 სხდომას სატენდერო კომისიისა და ამავე კომისიის აპარატის წევრები ესწრებოდნენ.

  სატენდერო კომისიამ განიხილა ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე N 98 და N 80 მდებარე შენობების ფასადების მოწყობის სამუშაოების ელექტრონული ტენდერის სატენდერო პირობებისა და სატენდერო განცხადების ტექსტის პროექტები.

  წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, დღგ-ს 18-%-ის გათვალისწინებით, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნებაგანისაზღვრა შემდეგი კლასიფიკატორის (CPV) კოდის მიხედვით.

  სატენდერო კომისიის წევრებმა იმსჯელეს წარმოდგენილი სატენდერო განცხადების ტექსტისა და სატენდერო პირობების თაობაზე და მსჯელობის შედეგად დაადგინეს:

1. დამტკიცდეს სატენდერო განცხადება და სატენდერო პირობები წარმოდგენილი ფორმით.

2.შესყიდვის ღირებულება განისაზღვროს 117 121 ლარის ოდენობით.

3. გამოცხადდეს ტენდერი აუქციონის გარეშე.

4. ტენდერი გამოცხადდეს დღგ-ს გათვალისწინებით.

 

გააზიარე