სახალხო ანსამბლ ,,ბედინერას" ხელმძღვანელს, მურთაზ ციმინტიას დღეს, 74 წელი შეუსრულდებოდა
ცნობილ მომღერალსა და ლოტბარს, რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატს, ღირსების მედლის კავალერს, სახალხო ანსამბლ ,,ბედინერას" ხელმძღვანელს, მურთაზ ციმინტიას დღეს, 74 წელი შეუსრულდებოდა.
ანსამბლ ,,ბედინერას" მურთაზ ციმინტია 1981 წელს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა მრავალ წარმატებას მიაღწია: 1990 წელს ,,ბედინერამ" გამოსცა გრამფირფიტა თოთხმეტი მეგრული სიმღერით, ამავე წელს მიენიჭა სახალხო ანსამბლის საპატიო წოდება. ანსამბლის მიერ შესრულებული მეგრული სიმღერები ინახება საქართველოს რადიოს ,,ოქროს ფონდში".
ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მურთაზ ციმინტია ,,ხელოვნების ქურუმის" წოდებით დააჯილდოვა.
ფოლკლორის ცენტრის გადაწყვეტილებით, მისი გარდაცვალების შემდეგ, წალენჯიხაში მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლა დაარსდა,რომელიც წარმატებით აგრძელებს მუშაობას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ღვაწლმოსილი ლოტბარის უკვდავსაყოფად, უახლოეს პერიოდში, მურთაზ ციმინტიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
იგეგმება ასევე მისი სახელობის სალოტბარო ცენტრის აშენება.