ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარ,ო,ადგენლებთან

10 მარტი, 2023

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები,ადამიანის უსაფრთხოების გუნდის ლიდერი ერიხ ბლანკენბიჰლერი, ადამიანის უსაფრთხოების გუნდის ოფიცერი იულია კრომელი და პაველ ჩმიელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ.

 მისიის წარმომადგენელებმა მიიღეს ინფორმაცია არსებულ პრობლემებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,სოციალურ პროექტებზე, ისაუბრეს კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე,სოციალურ,კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებზე,დასაქმების საერთო მაჩვენებელზე .

 საინფორმაციო სახის შეხვედრაზე თამარ ბელქანიამ ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე, იმ სიახლეებზე რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეულ დახმარებებზე.

 შეხვედრის ბოლოს,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ჩამოსულ სტუმარს საჩუქრად ტერენტი გრანელისეული ნახატების კრებული გადასცა საჩუქრად.

 აღინიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები და თანაშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

+2

გააზიარე