ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრა მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში

15 ივნისი, 2022

დღეს, 15 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიასთან სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის წარმომადგენლები სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში -კოორდინატორი მერაბ დანელია და უფროსი მობილიზატორი ლაშა ქირია იმყოფებოდნენ.

შეხვედრას მერის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

შეხვედრის თემა გახლდათ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების საკითხები.

 აღნიშნული პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD)-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 პროგრამა მოიცავს პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების კომპონენტს,რაც გულისხმობს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის თანადაფინანსებას ბენეფიციართა ფერმებში.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა,მერის წარმომადგენელებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო პრაქტიკით დადასტურებულ მედეგიანობაზე აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით.

 

გააზიარე