ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრები ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში

5 April, 2022

 ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, 5 აპრილს ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

 პრიორიტეტების გამოსავლენად გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერიის კონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია, მერის წარმომადგენელი მუჟავაში მაჟარა არქანია, ჭალეში ავთანდილ მანია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

 ჭალეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭალეში პრიორიტეტებად გარე განათებების მოწყობა, სოფელში არსებული სასაფლაოს შემოღობვა, ოჭკეშის უბანში სასმელი წყლის მილების შეძენა-მოწყობა, კარატეს ჯგუფისთვის სავარჯიშო ინვენტარის შეძენა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა დასახელდა.

 გარდა ამისა, აღინიშნა რომ ჭალეში არსებული საკლუბო დაწესებულება საჭიროებს მცირე სარემონტო სამუშაოებს.

 ფოცხოს დასახლებაში მოსახლეობამ სასმელი წყლის ავზის რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ბავშვთა გასართობი მოედნის, სპორტდარბაზის რეაბილიტაცია და გარე განათებების მოწყობა შეარჩია.

  გარდა ამისა,ფოცხოს მოსახლეობის მოთხოვნაა ფოცხო-ჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

 ეწერფერდში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეგანათებების მოწყობა, სასმელი წყლის მილების შეცვლა-რეაბილიტაცია , შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.

 მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მუჟავაში სასმელი წყლით უზრუნველყოფა,მოსაცდელის მშენებლობა და ეკლესიის აღმართზე ბეტონის საფარის მოწყობა შეირჩა.

 ნაშამგუში წისქვილის რეაბილიტაცია და გარე განათებების მოწყობა დასახელდა.

 ოლორის მოსახლეობამ კი პრიორიტეტად გარეგანათებების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა დასახელდა.

  გარდა ამისა, მოსახლეობამ ოლორში დასასვენებელი სკვერის მოწყობა დაასახელა.

 

გააზიარე