ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრები ჭალესა და მუჟავაში

9 თებერვალი, 2023

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს,9 თებერვალს , ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

 შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

 საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა:

 ჭალეს ტერიტორიაზე პრიორიტეტად დასახელდა:

ქვედა ჭალეში სასმელი წყლის მილების შეცვლა,წისქვილის მშენებლობის დასრულება.ჭალეს ცენტრში სასმელი წყლის მილების შეძენა, ცენტრიდან სასაფლაომდე გარეგანათებების,ცხაურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.შიდა საუბნო გზების მოხრეშვა,კარატეს ჯგუფისთვის ინვენტარის შეძენა, მოსაცდელის მშენებლობა, საბავშვო ბაღის შენობის სახურავისა და იატაკის რეაბილიტაცია.

 ეწერფერდში -სანიაღვრე არხების ამოწმებდა, სასმელი წყლის მილებისა და ავზის შეძენა,მოხრეშვითი სამუშაოები, სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია შეარჩია.

  ფოცხოში -ფოცხოს შესასვლელში არსებული ჯვრის განათება და შემოკავება. საექიმო ამბულატორიაში სასმელი წყლის შეყვანა და სველი წერტილების მოწყობა.სპორტდარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაინვენტარის შეძენა,ცხაურების მოწყობა დასახელდა.

  მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, გიორგი ხარჩილავა შეხვდა ასევე მოზარდებს,რომლებმაც სთხოვეს არსებული ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია.მერმა ახალგაზრდებს დახმარება აღუთქვა.

 მუჟავაში-ინჭირიშის უბანში, სამანქანე გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა და სანიაღვრე არხის ამოწმენდა დასახელდა.

 ოლორში მოსაცდელის მშენებლობა და გარეგანათებების მოწყობა შეირჩა

 ნაშამგუს უბანში -წისქვილისთვის ძრავის შეძენა,ცხაურის მოწყობა საქარდოს უბანში და რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა დასახელდა.

 პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციები (შემდგომში - კონსულტაცია), სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროექტებს:

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

• სარწყავი სისტემები;

სანიაღვრე არხები;

ნაპირსამაგრი სამუშაოები;

გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

გარე განათება;

სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

ამბულატორიის შენობები;

სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;

2023 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სულ 644 000 ლარი დაიხარჯება.

 შეხვედრები პროგრამის ფარგლებში 13 თებერვალს დასრულდება.

 

0:09 / 1:49

 

გააზიარე