შეხვედრები ლიისა და პალურის მოსახლეობასთან
საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მოქალაქეთა მოსაზრებები იქნეს გათვალისწინებული.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად ლიისა და პალურის მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა მათი პრობლემები.
შეხვედრაზე, ლიისა და პალურის მოსახლეობამ მთავარ პრობლემად დაასახელა: ზედა ლიის საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხიდ-ბოგირის მოწყობა მახარიას უბანში, ფარვეზ სამუშიას ქუჩაზე- ბეტონის საფარის დაგება, ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება- პალურიდან -წალენჯიხის მიმართულებით; გარე-განათების მოწყობა მახარიადან-ლიის ცენტრამდე; მონასტრამდე გარე- განათება, ლიის ტერიტორიაზე სერვისცენტრის აშენება,ნაგვის ურნები და მოსაცდელის მშენებლობა.
ასევე შეხვედრაზე ითქვა,რომ პალურში 45 ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება და ისინი დახმარებას ითხოვენ.