შეხვედრები მედანისა და ჯგალის მოსახლეობასთან
2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად მედანისა და ჯგალის მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა მათი პრობლემები.
მედანის მოსახლეობამ იმსჯელა სოფელში არსებულ პრობლემებზე და პრიორიტეტად დაასახელა: წყალის სისტემის რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირების მოწყობა და გარე განათება.
ჯგალის მოსახლეობამაც მთავარ პრიორიტეტად გამოყო წყლის პრობლემის მოგვარება და ლეთოფურეს უბანში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.