შეხვედრები მუჟავასა და ჭალეს მოსახლეობასთან
2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად მუჟავასა და ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა მათი პრობლემები.
მუჟავას მოსახლეობამ იმსჯელა სოფელში არსებულ პრობლემებზე და პრიორიტეტად დაასახელა: სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ასევე, შიდა გზების რეაბილიტაცია, წყლის პრობლემის მოგვარება და მუნიციპალური ტრანსპორტი.
ჭალეს მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად გამოყო ეწერფერდის გზის რეაბილიტაცია და ასევე, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვა.
ფოცხო-ეწერის მოსახლეობამ კი საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე მოითხოვა შიდა და ცენტრალური გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია.