ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრები ობუჯის მოსახლეობასთან

6 ივლისი, 2022

მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში, მოქალაქეების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

 დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად ობუჯის მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა მათი პრობლემები.

 ობუჯის მოსახლეობამ პრიორიტეტად დაასახელა: გზის რეაბილიტაცია, წყალის პრობლემის მოგვარება, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკვერის მოწყობა და გარე განათება.

 ჯაღირას მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად გამოყო გზის რეაბილიტაცია, გარე განათება და სპორტული მოედანი.

 სამესხიოს მოსახლეობამაც იმსჯელა სოფელში არსებულ ვითარებაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია დაასახელა.

 

 

 

 

 

გააზიარე