ცხელი ხაზი : 599647050

შეხვედრები ფახულანისა და ქალაღალის მოსახლეობასთან

29 ივნისი, 2022

მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში, მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო, რათა ადგილზე მოუსმინოს თითოეული სოფლის მცხოვრებლებს და მათთან ერთად შეიმუშავოს პრობლემების მოგვარების გზები.

 დღეს შეხვედრები ფახულანისა და ქალაღალის მოსახლეობასთან გაიმართა.

 საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობისგან, მათთვის აქტიური საკითხები მოისმინა.

მოსახლეობამ იმსჯელა სოფელში არსებულ ვითარებაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და პრიორიტეტებად ფახულანის უბანში დაასახელა: წყლმომარაგების მოგვარება, მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროება, საზოგადოებრივი ცენტრის აშენება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.

 ქალაღალის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება მოითხოვა.

 ასევე, ერთობლივად იმსჯელეს 2023 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

 

 

 

 

გააზიარე