შეხვედრები საჩინოს მოსახლეობასთან
2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარ დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მოისმინა მათი მოსაზრებები, პრიორიტეტები, თუ რა უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.
საჩინოს მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად გამოყო წყლის პრობლემის მოგვარება, გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწესრიგება.
ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობის ჩართულობის მიზნით შეხვედრები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება.