შეხვედრები საჩინოსა და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს შეხვედრები საჩინოსა და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში,უბნების მიხედვით გაიმართა.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მაჟორიტარ დეპუტატ ნანა კეკუასთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დასახლებაში დასაფინანსებელ პროექტებს ხმათა უმრავლესობით თავად მოსახლეობა ირჩევს.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, დაასახელეს.
ზედა საჩინოში დასახელდა შიდა გზების მოხრეშვა და გარეგანათებების მოწყობა.
საჩინოში პრიორიტეტად ნაბირთუს უბანში ბონდის ხიდის რეაბილიტაცია, კვირკვიების,საჯაიებისა და ფიფიების უბნებში გზების მოხრეშვა და გარეგანათებების მოწყობა დასახელდა.
კუხეშში-სანიაღვრე არხების მოწყობა,ნოჟალა, კუხეში,ლეარდიეს უბნებში გარე განათებების მოწყობა დასახელდა.
ნაგურუში -შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხების მოგვარება, სანიაღვრე არხების მოწყობა შეირჩა.
ლეშამუგეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა დასახელდა.
ჩქვალერში-მთავარ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასახელდა.გარდა აღნიშნულისა მოსახლეობა ასევე სასმელი წყლით უზრუნველყოფას, სანიაღვრე არხების,ცხაურებისა და გარე განათების მოწყობას მოითხოვს.