ცხელი ხაზი : 599647050

სისხლის დონაცია ქალაქ ჯვარში

13 მარტი, 2022

  უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, სისხლის დონაციის აქცია კვლავაც გრძელდება.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აქციის ფარგლებში, დღეს, 13 მარტს, დილის 11:00 სთ-დან , ქალაქ ჯვარის სათემო განათლების ცენტრში სისხლის ბანკი გაიხსნა.

  უანგარო დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სათემო განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა,ქალაქ ჯვარში მცხოვრებმა მოქალაქეებმა.

 დონაციის აქციის ორგანიზებას მ.იაშვილის სახელობის რეგიონალური სისხლის ბანკი ახორციელებს.

 უანგარო დონაცია 17:00-მდე გაგრძელდება.

#ერთადუკრაინელიხალხისმხარდასაჭერად

 

გააზიარე